კლიენტების მოზიდვა ლოჯისტიკური კომპანიებისთვის

მეტი ხარისხიანი მოთხოვნა. მეტი კლიენტი. მეტი ზრდა.

ლოჯისტიკური კომპანიებისთვის ვქმნით Meta Ads-ის მარკეტინგულ სისტემას, რომელიც ორიენტირებულია არა რეკლამის გაშვებაზე, არამედ რეალურ ბიზნეს შედეგზე.

90,000$+

მართული სარეკლამო ბიუჯეტი ლოჯისტიკის სფეროში

25,000+

გენერირებული ლიდი

ლოჯისტიკის სფეროს გამოცდილება

ჩინეთი → საქართველო ტრანსპორტირება, საბაჟო, საწყობები

არა უბრალოდ კლიკები არა უბრალოდ ლიდები რეალური მოთხოვნები რეალური კლიენტები რეალური ბიზნეს შედეგი

პრობლემა

რეკლამის გაშვება მარტივია. ხარისხიანი კლიენტების მოზიდვა — არა.

01

არარელევანტური მოთხოვნები და ძვირი ლიდები

რეკლამა ხშირად ბევრ, მაგრამ არაკვალიფიციურ მოთხოვნას აგენერირებს.

02

სუსტი კომუნიკაცია და დაბალი კონვერსია

მომხმარებელი მხოლოდ ფასს კითხულობს, რადგან შეთავაზება სწორად არ არის შეფუთული.

03

ლოჯისტიკის სპეციფიკის გაუთვალისწინებლობა

ბიზნესის ცოდნის გარეშე კამპანიის ეფექტურად მართვა რთულია.

ლოჯისტიკის რეკლამას მხოლოდ რეკლამის ცოდნა არ ჰყოფნის — საჭიროა თავად ბიზნესის გაგებაც.

სფეროს გამოცდილება

ლოჯისტიკურ ბიზნესს სპეციფიკური მარკეტინგი სჭირდება

ლოჯისტიკური მომსახურების არჩევისას მომხმარებლის გადაწყვეტილებას მხოლოდ ფასი არ განსაზღვრავს.

მე უბრალოდ რეკლამის მენეჯერი არ ვარ — ვიცი, რა აინტერესებს მომხმარებელს, სანამ ის მოთხოვნას დატოვებს.

ტრანსპორტირების ვადა ტარიფი საწყობის მდებარეობა ტვირთის უსაფრთხოება საბაჟო მომსახურება კომუნიკაცია კომპანიის სანდოობა

გამოცდილება

შედეგები, რომლებიც ციფრებში ჩანს.

90,000$+

მართული სარეკლამო ბიუჯეტი ლოჯისტიკის სფეროში

25,000+

გენერირებული ლიდი

3+ წელი

ლოჯისტიკური კომპანიების მარკეტინგში

ქეისი

ჩინეთი → საქართველო გადაზიდვების კომპანია

პრობლემა

ძვირი და არარელევანტური მოთხოვნები.

რას შევცვალეთ

შეთავაზება, სარეკლამო მესიჯები, ვიზუალები და კამპანიის სტრუქტურა.

შედეგი

მოთხოვნის ღირებულება შემცირდა და გაიზარდა ხარისხიანი მოთხოვნების წილი.

კლიენტის დასახელება და კონკრეტული მაჩვენებლები კონფიდენციალურია.

როგორ ვმუშაობ

რეკლამიდან გაყიდვამდე — ერთი გამართული სისტემა.

  1. 01

    შეთავაზება
  2. 02

    მესიჯი
  3. 03

    კრეატივი
  4. 04

    კამპანია
  5. 05

    ლიდები
  6. 06

    გაყიდვები
  7. 07

    ოპტიმიზაცია

ყოველ ეტაპზე ვზომავთ შედეგს, ვპოულობთ სუსტ წერტილებს და მუდმივად ვაუმჯობესებთ სისტემას.

პროცესი

როგორ ვიწყებთ მუშაობას

01

ანალიზი

ვაფასებ თქვენს შეთავაზებას, არსებულ რეკლამას, გაყიდვების პროცესს და ზრდის შესაძლებლობებს.

02

გაშვება

ვქმნი შეთავაზებას, სარეკლამო მესიჯებს, კრეატივებს და ვაწყობ კამპანიებს ისე, რომ სისტემა გაზომვადი იყოს.

03

ზრდა

ვაკვირდებით შედეგებს, ვაუმჯობესებთ კამპანიებს და ბიუჯეტს ეტაპობრივად ვზრდით იქ, სადაც რეალური შედეგი ჩანს.

ვისთვის

ვისთვის არის ეს სისტემა

ყველაზე ეფექტურად ვმუშაობ კომპანიებთან, რომლებსაც უკვე შეუძლიათ მეტი კლიენტის მომსახურება და ზრდისთვის მზად არიან.

  • საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების კომპანიები
  • ჩინეთი / თურქეთი / ევროპა მიმართულების კომპანიები
  • სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები
  • საბაჟო-საბროკერო და საწყობის სერვისები
  • ლოჯისტიკური კომპანიები, რომლებსაც ზრდა და მეტი ხარისხიანი მოთხოვნა სურთ

პაკეტები

აირჩიეთ თქვენთვის შესაბამისი პაკეტი

სტარტი

1,500 ₾ / თვე

  • Meta Ads კამპანიების მართვა
  • სარეკლამო სტრატეგია და მესიჯები
  • 4 ფოტო კრეატივი / თვე
  • 4 ვიდეო კრეატივი / თვე
  • 1 ადგილზე გადაღების სესია / თვე
  • შედეგების ანალიზი და ოპტიმიზაცია

ზრდა

რეკომენდებული

2,200 ₾ / თვე

  • Meta Ads კამპანიების მართვა
  • შეთავაზებებისა და აუდიტორიების ტესტირება
  • 8 ფოტო კრეატივი / თვე
  • 6 ვიდეო კრეატივი / თვე
  • 1 ადგილზე გადაღების სესია / თვე
  • ლიდების ხარისხის ანალიზი და ოპტიმიზაცია

მასშტაბი

3,200 ₾ / თვე

  • Meta Ads კამპანიების სრული მართვა
  • რამდენიმე მიმართულებისა და შეთავაზების ერთდროულად მართვა
  • 10 ფოტო კრეატივი / თვე
  • 8 ვიდეო კრეატივი / თვე
  • 2 ადგილზე გადაღების სესია / თვე
  • მუდმივი ანალიზი და სტრატეგიული მხარდაჭერა

ვიდეო კრეატივებში შედის: იდეა, სცენარი, ადგილზე გადაღება და მონტაჟი.

სარეკლამო ბიუჯეტი და მსახიობის / მოდელის ხარჯი მომსახურების ღირებულებაში არ შედის.

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

მუშაობთ მხოლოდ ლოჯისტიკურ კომპანიებთან?

ძირითადი სპეციალიზაცია ლოჯისტიკური ბიზნესია. ამ სფეროს სპეციფიკის ცოდნა მეხმარება, რომ კამპანია თავიდანვე სწორ აუდიტორიაზე, შეთავაზებასა და ხარისხიან მოთხოვნებზე იყოს ორიენტირებული.

სარეკლამო ვიზუალებს და ვიდეოებსაც ქმნით?

დიახ. პაკეტის მიხედვით ვამზადებ ფოტო და ვიდეო კრეატივებს. ვიდეოს შემთხვევაში მომსახურება მოიცავს იდეას, სცენარს, ადგილზე გადაღებასა და მონტაჟს. მსახიობის ან მოდელის ხარჯი, საჭიროების შემთხვევაში, ცალკე განისაზღვრება.

სარეკლამო ბიუჯეტი შედის მომსახურების ფასში?

არა. პაკეტის ფასი მოიცავს მარკეტინგულ მომსახურებას, კამპანიების მართვასა და კრეატივების შექმნას. Meta Ads-ის სარეკლამო ბიუჯეტი ცალკე იფარება.

რა სარეკლამო ბიუჯეტია საჭირო დასაწყებად?

ეს დამოკიდებულია კომპანიის მიმართულებაზე, მიზნებსა და ბაზარზე. დასაწყისში მთავარია საკმარისი ბიუჯეტი გვქონდეს რამდენიმე შეთავაზებისა და აუდიტორიის დასატესტად — კონკრეტულ თანხას საწყისი ანალიზის შემდეგ განვსაზღვრავთ.

მუშაობთ საქართველოს ფარგლებს გარეთ კომპანიებთან?

დიახ. შესაძლებელია როგორც საქართველოში მოქმედ, ისე უცხოურ ბაზრებზე ორიენტირებულ ლოჯისტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობა.

რამდენად სწრაფად შეიძლება კამპანიის გაშვება?

საწყის ეტაპზე ვაანალიზებ შეთავაზებას, ვამზადებ სტრატეგიასა და კრეატივებს და ამის შემდეგ ვუშვებთ კამპანიებს. ვადა დამოკიდებულია პროექტის მოცულობასა და საჭირო მასალებზე.

იძლევით თუ არა შედეგის გარანტიას?

კონკრეტული რაოდენობის ლიდის ან გაყიდვის გარანტია არასწორი იქნებოდა, რადგან შედეგზე გავლენას ახდენს შეთავაზება, ბაზარი, ბიუჯეტი და გაყიდვების პროცესიც. ჩემი მიზანია კამპანია მუდმივად ემყარებოდეს მონაცემებს, ტესტირებასა და შედეგის გაუმჯობესებას.

რა ხდება თანამშრომლობის პირველ თვეში?

პირველ ეტაპზე ვაანალიზებ თქვენს ბიზნესს, შეთავაზებასა და არსებულ რეკლამას, ვამზადებ კრეატივებს და ვაწყობ კამპანიებს. შემდეგ ვაკვირდები მიღებულ მონაცემებს და ვიწყებ შედეგების ეტაპობრივ გაუმჯობესებას.

ზრდის უფასო ანალიზი

გაიგეთ, რამდენად მეტი ხარისხიანი მოთხოვნის მიღება შეუძლია თქვენს ბიზნესს

20-წუთიან საუბარში გავაანალიზებთ თქვენს მიმდინარე მარკეტინგს, შეთავაზებას და ზრდის შესაძლებლობებს.

+995 591 636 636

დაწერეთ WhatsApp-ზე — ჩვეულებრივ იმავე დღეს ვპასუხობ.